შვეიცარიაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 841-ით გაიზარდა, ბოლო მონაცემებით ქვეყანაში 2 200 ადამიანია ახალი კორონავირუსით ინფიცირებული. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
ამასთან, აღნიშნული დაავადებით შვეიცარიაში 14 ადამიანი დაიღუპა.
შვეიცარიამ „კოვიდ-19“- ის გავრცელების პრევენციის მიზნით სკოლები დახურა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში საავადმყოფოებს სამხედროები დაეხმარებიან.