შვეიცარიაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 841-ით გაიზარდა
შვეიცარიაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 841-ით გაიზარდა

შვეიცარიაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 841-ით გაიზარდა, ბოლო მონაცემებით ქვეყანაში 2 200 ადამიანია ახალი კორონავირუსით ინფიცირებული. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

ამასთან, აღნიშნული დაავადებით შვეიცარიაში 14 ადამიანი დაიღუპა.

შვეიცარიამ „კოვიდ-19“- ის გავრცელების პრევენციის მიზნით სკოლები დახურა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში საავადმყოფოებს სამხედროები დაეხმარებიან.