შვეიცარიაში უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი ცოტა ხნით დააკავეს. ინფორმაციას იაცენიუკის პარტიის პრესმდივანი ოლგა ლაპო ავრცელებს. მისი ინფორმაციით, იაცენიუკი ჟენევის საერთაშორისო აეროპორტში აიყვანეს.
„კიევიდან ჟენევაში ჩასული არსენი იაცენიუკი საპასპორტო კონტროლის დროს რუსეთის მოთხოვნით დააკავეს, ყველასათვის ნაცნობი ცრუ ბრალდებით, რაც იაცენიუკის ჩეჩნეთში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას ეხება. სიტუაციის გარკვევას 10 წუთი დასჭირდა, შემდეგ იაცენიუკი გაათავისუფლეს“, – დაწერა “სახალხო ფრონტის” პრესსპიკერმა” “ფეისბუქის” გვერდზე.
არსენი იაცენიუკს პატიმრობა ესენტუკის სასამართლომ მარტში მიუსაჯა და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადა.
შვეიცარიაში უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაკავების შესახებ უკრაინის პოლიციაში ცოტა ხნის წინ კომენტარი გააკეთეს და აღნიშნეს, რომ მასზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა შეწყდა.