შვედეთში ავიაკატასტროფისას ცხრა ადამიანი, მათ შორის პარაშუტისტები დაიღუპნენ
შვედეთში თვითმფრინავის კატასტროფას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა.
ინციდენტი დედაქალაქიდან ჩრდილოეთით, უმეას დასახლების სიახლოვეს მოხდა. მცირე ზომის თვითმფრინავს პარაშუტისტები გადაჰყავდა, რომლებიც თავისუფალი ვარდნის ტურზე იმყოფებოდნენ. ყველა მათგანი შვედეთის მოქალაქეა.
მომხდარის გამო, მწუხარება გამოთქვა შვედეთის მეფე კარლ XVI გუსტავმა.