შვედეთში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 5 000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შვედეთში მისი მეზობლებისგან განსხვავებით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბევრად მაღალია. 10 მილიონიან ქვეყანაში ვირუსს 5 041 ადამიანი ემსხვერპლა.
შვედეთი პანდემიის დროს ის იშვიათი გამონაკლისი იყო, რომელმაც საზღვრების ჩაკეტვასა და საგანგებო მდგომარეობის შემოღებაზე უარი თქვა.