შვედეთში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 5 000-ს გადააჭარბა

16:40, 17.06.2020

შვედეთში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 5 000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შვედეთში მისი მეზობლებისგან განსხვავებით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბევრად მაღალია. 10 მილიონიან ქვეყანაში ვირუსს 5 041 ადამიანი ემსხვერპლა.

შვედეთი პანდემიის დროს ის იშვიათი გამონაკლისი იყო, რომელმაც საზღვრების ჩაკეტვასა და საგანგებო მდგომარეობის შემოღებაზე უარი თქვა.

მსგავსი