შვედეთის თავდაცვის მინისტრი - შვედეთს არ აქვს საკმარისი საბრძოლო თვითმფრინავები, რომ უკრაინას გადასცეს
შვედეთის თავდაცვის მინისტრი - შვედეთს არ აქვს საკმარისი საბრძოლო თვითმფრინავები, რომ უკრაინას გადასცეს

შვედეთს არ აქვს საკმარისი საბრძოლო თვითმფრინავები, რომ გადასცეს უკრაინას, – ამის შესახებ შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პოლ ჯონსონმა მედიასთან განაცხადა.

შვედეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ შვედეთი არ აპირებს „ჯას 39 გრიპენის“ ტიპის მრავალფუნქციური გამანადგურებელი თვითმფრინავის უკრაინაში გაგზავნას.

„ჩვენ არ გვაქვს „ჯასის“ ტიპის თვითმფრინავები, რომლის გადაცემაც ახლა უკრაინისთვის შეგვიძლია“, – განაცხადა პოლ ჯონსონმა.

მისივე თქმით, შვედეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა უკვე გაგზავნილი აღჭურვილობის სწავლებებზე ორიენტირებით იქნება გამოხატული.