შვედეთის თავდაცვის მინისტრი - კრემლს უფრო დიდი გეგმები აქვს, ვიდრე უკრაინაზე კონტროლის აღება, რადგან ეს შესაძლოა, ყოფილი საბჭოთა კავშირის უფრო მეტ ქვეყანას ეხებოდეს
შვედეთის თავდაცვის მინისტრი - კრემლს უფრო დიდი გეგმები აქვს, ვიდრე უკრაინაზე კონტროლის აღება, რადგან ეს შესაძლოა, ყოფილი საბჭოთა კავშირის უფრო მეტ ქვეყანას ეხებოდეს

კრემლს უფრო დიდი გეგმები აქვს, ვიდრე უკრაინაზე კონტროლის აღება, რადგან ეს შესაძლოა, ყოფილი საბჭოთა კავშირის უფრო მეტ ქვეყანას ეხებოდეს, – ამის შესახებ შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პეტერ ჰულტკვისტმა, ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.

„ვხედავ, რომ რუსულ მხარეს სხვა გეგმები აქვს უკრაინის დამარცხების შემთხვევაში. ახლა არ მგონია, რომ ეს მოხდეს, ვფიქრობ, უკრაინა ამ შემთხვევაში ფეხზე წამოდგება. საბჭოთა კავშირის დაცემა იყო დიდი ტრავმა. ეს იყო დიდი პრობლემა და დღესაც არის დიდი პრობლემა რუსეთის ხელისუფლებისთვის. ვფიქრობ, გრძელვადიან პერსპექტივაში ასეთი იდეები ჯერ კიდევ არსებობს“, – თქვა შვედეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

პეტერ ჰუტკვისტმა ასევე აღნიშნა, რომ თუ ნატო და დასავლეთის ქვეყნები უკრაინაში ჯარისკაცებს გაგზავნიან, ეს მესამე მსოფლიო ომს გამოიწვევს, რაც არავის ინტერესებში არ არის.