შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი მემარცხენე-ცენტრისტების ალიანსი იმარჯვებს
შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში 40.6%-ით მმართველი მემარცხენე-ცენტრისტების ალიანსი იმარჯვებს.
ქვეყნის მასშტაბით ოლქების 97%-ის დათვლის შემდეგ, მეორე ადგილზე 40.1%-ით ოპოზიციური მემარჯვენე-ცენტრისტების ბლოკია.
ოფიციალური მონაცემებით, მესამე ადგილს 17.7%-ით ანტიიმიგრაციული, ულტრამემარჯვენე პარტია „შვედეთის დემოკრატები“ იკავებს, რომელმაც აღნიშნულ არჩევნებში გარღვევა მოახდინა. 2014 წლის არჩევნებთან შედარებით, „შვედეთის დემოკრატების“ პარტიის მხარდამჭერთა რაოდენობა 5%-ითაა გაზრდილი. აღნიშნულ პარტიას ევროკავშირიდან გასვლა და იმიგრაციის შეჩერება სურს.
მმართველ კოალიციაში შემავალი სოციალ-დემოკრატების პარტია პარლამენტში სავარაუდოდ 13 ადგილს დაკარგავს, რაც ათწლეულების განმავლობაში შვედეთის პოლიტიკის მთავარი მოთამაშის მნიშვნელოვანი დანაკლისია.
მემარცხენე-ცენტრისტებისა და მემარჯვენე-ცენტრისტების ალიანსები „შვედეთის დემოკრატებთან“ თანამშრომლობას გამორიცხავენ.