შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი მემარცხენე-ცენტრისტების ალიანსი იმარჯვებს
შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი მემარცხენე-ცენტრისტების ალიანსი იმარჯვებს

შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში 40.6%-ით მმართველი მემარცხენე-ცენტრისტების ალიანსი იმარჯვებს.

ქვეყნის მასშტაბით ოლქების 97%-ის დათვლის შემდეგ, მეორე ადგილზე 40.1%-ით ოპოზიციური მემარჯვენე-ცენტრისტების ბლოკია.

ოფიციალური მონაცემებით, მესამე ადგილს 17.7%-ით ანტიიმიგრაციული, ულტრამემარჯვენე პარტია „შვედეთის დემოკრატები“ იკავებს, რომელმაც აღნიშნულ არჩევნებში გარღვევა მოახდინა. 2014 წლის არჩევნებთან შედარებით, „შვედეთის დემოკრატების“ პარტიის მხარდამჭერთა რაოდენობა 5%-ითაა გაზრდილი. აღნიშნულ პარტიას ევროკავშირიდან გასვლა და იმიგრაციის შეჩერება სურს.

მმართველ კოალიციაში შემავალი სოციალ-დემოკრატების პარტია პარლამენტში სავარაუდოდ 13 ადგილს დაკარგავს, რაც ათწლეულების განმავლობაში შვედეთის პოლიტიკის მთავარი მოთამაშის მნიშვნელოვანი დანაკლისია.

მემარცხენე-ცენტრისტებისა და მემარჯვენე-ცენტრისტების ალიანსები „შვედეთის დემოკრატებთან“ თანამშრომლობას გამორიცხავენ.

დატოვე კომენტარი