შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი წუხილს გამოთქვამს, რომ საქართველოში პოლიტიკურმა პარტიებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას
ეუთო-ს თავმჯდომარე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლინდე წუხილს გამოთქვამს, რომ საქართველოში პოლიტიკურმა პარტიებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას არსებული ჩიხიდან გამოსასვლელად. ამის შესახებ შვედი დიპლომატი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„ვწუხვარ, რომ საქართველოში პოლიტიკურმა პარტიებმა არ მიაღწიეს შეთანხმებას არსებული ჩიხიდან გამოსასვლელად. მოვუწოდებთ, იხელმძღვანელონ დაფიქრებისკენ ქვეყნისა და მისი ხალხის ინტერესებით. გამოსავლის პოვნა საჭიროა საქართველოს დემოკრატიის, განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციის გაძლიერებისთვის”, – წერს ან ლინდე სოციალურ ქსელში.