შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - შოკირებული ვარ ლექსო ლაშქარავას ტრაგიკული გარდაცვალების გამო, ძალადობა მიუღებელია, დამნაშავეები სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - შოკირებული ვარ ლექსო ლაშქარავას ტრაგიკული გარდაცვალების გამო, ძალადობა მიუღებელია, დამნაშავეები სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ან ლინდეს განცხადებით, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას ტრაგიკული გარდაცვალების გამო შოკირებულია.

მისივე თქმით, ჟურნალისტებისა და ლგბტიქ თემის წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელი და სამწუხაროა.

„შოკირებული ვარ ლექსო ლაშქარავას ტრაგიკული გარდაცვალების გამო. ჩემი სამძიმარი მის ოჯახსა და მეგობრებს. ჟურნალისტებისა და ლგბტიქ თემის წინააღმდეგ ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელი და სამწუხაროა. დამნაშავეები სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ“, – წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლინდე.

„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცემეს, გუშინ გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია და მიმდინარეობს ექსპერტიზა. ლექსო ლაშქარავა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სახლში გაწერეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.