შვედეთის საელჩო - ღრმად ვართ დამწუხრებული გუდაურში ვერტმფრენი ტრაგიკული ჩამოვარდნის გამო
საქართველოში შვედეთის საელჩო გუდაურში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებსა და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს.
„საქართველოში შვედეთის საელჩო ღრმად არის დამწუხრებული გუდაურში ვერტმფრენი ტრაგიკული ჩამოვარდნის გამო და სურს სამძიმარი გამოუცხადოს ტრაგიკულად დაღუპული მესაზღვრეების, საგანგებო სამსახურების პერსონალის, მაშველების და სამედიცინო პერსონალის ოჯახის წევრებს და მეგობრებს“, – აღნიშნულია შვედეთის საელჩოს „ტვიტერის“ გვერდზე.