შვედეთის პრემიერი მაკრონს ქვეყანაში მოგზაურობის წინ რჩევას აძლევს - ჩაიცვას თბილად და დაიცვას რიგში დგომის წესები
შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი საფრანგეთის პრეზიდენტისთვის, ემანუელ მაკრონისთვის ვიდეომიმართვას ავრცელებს.
ულფ კრისტერსონი შვედეთში მოგზაურობის წინ მაკრონს რამდენიმე გაფრთხილებას და რჩევას აძლევს.
„ბატონო პრეზიდენტო, მაკრონო, სულმოუთქმელად ველოდები თქვენს ჩამოსვლას, მაგრამ პირველ რიგში, მინდა, გაგაცნოთ რამდენიმე შვედური წესი. შვედეთში ჩვენ გვაქვს ასეთი გამოთქმა: არ არსებობს ცუდი ამინდი, არსებობს არასწორი ტანსაცმელი და თქვენ ამას მოისმენთ თუ თოვლზე დაიწუწუნებთ. ასევე გვაქვს ძალიან საინტერესო მოვლენა სახელად-ფიკა. თუ ხელიდან გაუშვებთ შესაძლებლობას, რომ დასხდეთ და დალიოთ ყავა, მიირთვათ კანიელბულე, ამას სერიოზული შედეგი მოჰყვება და ბოლოს ჩვენ გვიყვარს რიგში დგომა, თუ გადაახტებით რიგს, ჩვენ გავბრაზდებით, მაგრამ ხმას არ ამოვიღებთ. ჩვენ შეიძლება, მოგწეროთ გაბრაზებული წერილი, შვედებს არ გვიყვარს საჯაროდ სცენების დადგმა. ახლა უკვე თქვენ შვედეთში ჩამოსავლელად სრულიად ხართ მომზადებული. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შვედეთში“, – მიმართა ულფ კრისტერსონმა მაკრონს.