შვედეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ტერორისტებს არ ეხმარება
შვედეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ტერორისტებს არ ეხმარება

შვედეთის პრემიერ-მინისტრი მაგდალენა ანდერსონი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ტერორისტებს არ ეხმარება. როგორც მაგდალენა ანდერსონმა აღნიშნა, შვედეთი არ აფინანსებს და არ აწვდის შეიარაღებას ტერორისტულ ორგანიზაციებს. ამის შესახებ მან სტოკჰოლმში გამართულ პრესკონფერენეციაზე ისაუბრა.

ამგვარად გამოეხმაურა შვედეთის პრემიერ-მინისტრი თურქეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც ამტკიცებს, რომ შვედეთი „ტერორისტულ ორგანიზაციებს თავშესაფარს აძლევს“.

თურქეთი შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ ამ ქვეყნებში იმყოფებიან თურქეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ქურთების მუშათა პარტიის“ წევრები და აშშ-ის მცხოვრები თურქი მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის მიმდევრები, რომელსაც თურქეთი 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში სდებს ბრალს.

შვედეთისა და ფინეთის წარმომადგენლები დღეს თურქეთში ოფიციალურ პირებთან მართავენ შეხვედრებს. მოლაპარაკებები ორი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების სურვილს უკავშირდება.

დატოვე კომენტარი