შვედეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ნატო-ს მისცემენ ჯარების განთავსების უფლებას, ვიდრე ალიანსს ოფიციალურად შეუერთდებიან
შვედეთი ნატო-ს უფლებას მისცემს, განათავსოს ჯარები შვედეთის ტერიტორიაზე, ვიდრე ალიანსს ოფიციალურად შეუერთდება, – ამის შესახებ აღნიშნულია შვედეთის პრემიერ-მინისტრის, ულაფ კრისტერსონისა და თავდაცვის მინისტრის, პოლ ჯონსონის ერთობლივ განცხადებაში.
„მთავრობამ გადაწყვიტა, რომ შვედეთის შეიარაღებულმა ძალებმა, შეიძლება, განახორციელონ მზადება ნატო-სა და ნატო-ს ქვეყნებთან ერთად, რათა უზრუნველყონ მომავალი ერთობლივი ოპერაციები“, – აცხადებენ ჯონსონმა და კრისტერსონმა.
შვედეთის პრემიერ-მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რუსეთი ახლო მომავალში საფრთხედ დარჩება მეზობელი ქვეყნებისთვის და მათ არ იციან ვლადიმერ პუტინის „ტერიტორიული ამბიციების მასშტაბი“.
„სამზადისი შეიძლება, მოიცავდეს შვედეთის ტერიტორიაზე უცხოური აღჭურვილობისა და პერსონალის დროებით განთავსებას. ეს გადაწყვეტილება იქნება მკაფიო სიგნალი რუსეთისთვის და გააძლიერებს შვედეთის თავდაცვას“, – ნათქვამია ჯონსონისა და კრისტენსონის განცხადებაში.
შვედეთმა გასულ წელს მიმართა ნატო-ს ალიანსში გაწევრიანებისთვის, რასაც თურქეთი და უნგრეთი ეწინააღმდეგებიან, თუმცა შვედეთის მთავრობაში იმედოვნებენ, რომ ლიეტუვაში დაგეგმილ ნატო-ს სამიტს შეუერთდებიან.