შვედეთის მთავრობა უფლებამოსილების გაფართოებას ითხოვს, რომ ხელისუფლებას კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების დროულად დაწესების საშუალება ჰქონდეს
შვედეთის მთავრობა უფლებამოსილების გაფართოებას ითხოვს, რომ ხელისუფლებას კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების დროულად დაწესებისა და ეფექტურად აღსრულების საშუალება ჰქონდეს.
ხელისუფლების მიერ ინიცირებული კანონპროექტით, მთავრობას უფლებამოსილება გაუფართოვდება და მათ ექნებათ უფლება დააწესონ კარანტინი, დახურონ მაღაზიები და სპორტული დარბაზები.
გეგმის მიხედვით, ახალი კანონი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც რეგულაცია ძალაში 15 მარტიდან შევა. მთავრობაში აცხადებენ, რომ ხელისუფლების უფლებამოსილება მხოლოდ ერთი წლით გაფართოვდება.
შვედეთში კორონავირუსის გამო მკაცრი შეზღუდვების დაწესება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც „კოვიდ-19“-ის გავრცელების მეორე ტალღის შემდეგ შვედეთში ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა.