შვედეთის მეფემ კარლ XVI გუსტავმა ხუთ შვილიშვილს სამეფო ტიტული ჩამოართვა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „ბიბისი“ ავრცელებს.
მეფის გადაწყვეტილების მიხედვით, ბავშვები ამიერიდან არ იქნებიან ვალდებული, სამეფო ოჯახის მოვალეობები შეასრულონ.
მედიის ცნობით, ისინი კვლავ სამეფო ოჯახის წევრები იქნებიან და ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ტიტულებს შეინარჩუნებენ. მეფის ეს გადაწყვეტილება პრინც კარლ ფილიპის ორ შვილსა და პრინცესა მადლენის სამ შვილს ეხება. ამასთან, ბავშვები ერთიდან ხუთ წლამდე ყოველწლიურ თანხასაც ვერ მიიღებენ.