მეგან მარკლი და პრინცი ჰარი ახალშობილის ფოტოს აქვეყნებენ [ფოტო]
მეგან მარკლი და პრინცი ჰარი ახალშობილის ფოტოს აქვეყნებენ [ფოტო]

სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია ახალშობილი ვაჟის ფოტოებს აქვეყნებენ.

მეგან მარკლის თქმით, ჩვილს „კარგი ხასიათი აქვს, ის მშვიდია“. პრინცი ჰარი იუმორით აღნიშნავს, რომ არ იცის, ვისგან აქვს ეს ხასიათი ბავშვს.

წყვილი პატარა პრინცის წარდგენას დედოფალ ელისაბედ მეორესთვის უახლოეს მომავალში გეგმავენ. ის მონარქის რიგით მე-8 შვილთაშვილია.

ჰარისა და მეგანის ვაჟი 6 მაისს ადგილობრივი დროით 17:26 საათზე დაიბადა და 3.1 კგ-ის იწონის.