შვედეთის ელჩი - ბედნიერი ვარ, რომ ვესწრები ახალ ყოველწლიურ ფესტივალს „ღვინის დღეები საქართველოში“, 8 000-წლიან ტრადიციებზე დაყრდნობით, ვიყურებით მომავალში
ბედნიერი ვარ, რომ ვესწრები ახალ ყოველწლიურ ფესტივალს „ღვინის დღეები საქართველოში“, 8 000-წლიან ტრადიციებზე დაყრდნობით, ვიყურებით მომავალში, — ამის შესახებ საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ულრიკ თიდესტრომი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
შვედეთს ელჩი აღნიშნავს, რომ ფესტივალის „ღვინის დღეები საქართველოში“ მიზანი ქართული მეღვინეობის პოპულარიზაციაა ევროკავშირისა და გლობალურ ბაზრებზე.
„ბედნიერი ვარ, რომ ვესწრები ახალ ყოველწლიურ ფესტივალს „ღვინის დღეები საქართველოში“, რომლის მიზანია ქართული მეღვინეობის პოპულარიზაცია ევროკავშირისა და გლობალურ ბაზრებზე. 8 000-წლიან ტრადიციებზე დაყრდნობით, ვიყურებით მომავალში!“, – წერს შვედეთის ელჩი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.