შვედეთის ელჩი ავღანეთიდან შვედეთის მოქალაქეების ევაკუაციაში დახმარებისთვის საქართველოს მადლობას უხდის
საქართველოში შვედეთის ელჩი ულრიკ ტიდესტრომი ავღანეთიდან შვედეთის მოქალაქეების ევაკუაციაში მხარდაჭერისთვის საქართველოს მადლობას უხდის.
ამის შესახებ ელჩი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
„ფრენების გასაადვილებლად თბილისის გავლით თქვენმა დახმარებამ მოლოდინს გადააჭარბა. მეგობარი, რომელიც გასაჭირში გეხმარება, ნამდვილი მეგობარია“, – წერს „ტვიტერზე“ ულრიკ ტიდესტრომი.