შვედეთის ელჩი ავღანეთიდან შვედეთის მოქალაქეების ევაკუაციაში დახმარებისთვის საქართველოს მადლობას უხდის
საქართველოში შვედეთის ელჩი ულრიკ ტიდესტრომი ავღანეთიდან შვედეთის მოქალაქეების ევაკუაციაში მხარდაჭერისთვის საქართველოს მადლობას უხდის.
ამის შესახებ ელჩი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
„ფრენების გასაადვილებლად თბილისის გავლით თქვენმა დახმარებამ მოლოდინს გადააჭარბა. მეგობარი, რომელიც გასაჭირში გეხმარება, ნამდვილი მეგობარია“, – წერს „ტვიტერზე“ ულრიკ ტიდესტრომი.
Deeply grateful to Georgia for the support to Sweden’s evacuations from Afghanistan. Your assistance in facilitating flights via Tbilisi went above and beyond. A friend in need is a friend indeed.
დიდი მადლობა 🇸🇪🤝🇬🇪@SwedeninGE @SweMFA @MFAgovge pic.twitter.com/z9bj1MG3Mc— Ulrik Tideström 🇸🇪 (@UTidestrom) August 27, 2021