შვედეთი ნატო-ს წევრი ოფიციალურად გახდა
შვედეთი ნატო-ს წევრი ოფიციალურად გახდა

შვედეთი ნატო-ს 32-ე წევრი ოფიციალურად გახდა.

შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტი 2024 წლის 7 მარტიდან შევიდა ძალაში.

აღსანიშნავია, რომ დღეს ვაშინგტონში იმყოფება შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტენსონი, რომელიც კონგრესში პრეზიდენტ ბაიდენის სიტყვით გამოსვლას დაესწრება.

შვედეთმა და ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტში წარადგინეს. ფინეთმა ალიანსში გაწევრიანების პროცედურა 2023 წლის მარტში დაასრულა. შვედეთის გაწევრიანება კი თურქეთისა და უნგრეთის წინააღმდეგობის გამო შეფერხდა.