შვედეთი ნატო-ს წევრი ოფიციალურად 11 მარტს გახდება
შვედეთი ნატო-ს წევრი ოფიციალურად 11 მარტს გახდება

შვედეთი ნატო-ს წევრი ოფიციალურად 11 მარტს გახდება.

შვედური მედიის ინფორმაციით, ბრიუსელში, ნატო-ს სათავო ოფისში შვედეთის დროშას აღმართავენ.

5 მარტს უნგრეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ნატო-ში შვედეთის განაცხადს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის თავდაცვის ალიანსის სრულუფლებიან წევრობამდე რჩება მხოლოდ დეტალები.

ღონისძიებაში შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი, ჯარების მთავარსარდალი მიქაელ ბიდენი და სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსები მიიღებენ მონაწილეობას.

მიწვეულნი იქნებიან ნატო-ს ელჩები და დაგეგმილია სხვადასხვა სახის ცერემონიები.

შვედეთის დროშის აღმართვასთან დაკავშირებით პრესკონფერენციებიც გაიმართება.

26 თებერვალს უნგრეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა შვედეთის ნატო-ს განაცხადს. უნგრეთი ნატო-ს წევრი ქვეყნებიდან ბოლო იყო, რომელმაც შვედეთის განაცხადი დაამტკიცა.