„შუშანიკის წამება“, „აბო თბილელის წამება“ და „ევსტათე მცხეთელის მარტვილობა“ გერმანულ ენაზე გამოიცემა
ქართული ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები გერმანულ ენაზე გამოიცემა. ინფორმაციას, პროექტის ხელშემწყობი „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი“ ავრცელებს.
ცენტრის ცნობით, ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების კრებულს Leipziger Literaturverlag გამოსცემს.
წიგნში სამი ნაწარმოები : “შუშანიკის წამება”, “აბო თბილელის წამება” და “ევსტათე მცხეთელის მარტვილობა” იქნება. გერმანულენოვან თარგმანზე ივანე ჯავახიშვილმა, ნელი ამაშუკელმა და ადოლფ ფონ ჰარნაკმა იმუშავეს.
ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების რედაქტორები ლაშა ბაქრაძე, ვიქტორ კალინკე და იმოგენ პარე არიან.