შუქის გათიშვის გამო, ქუთაისში, ეშმაკის ბორბალზე დარჩენილი მოზარდები ატრაქციონიდან მაშველებმა ჩამოიყვანეს
ელექტროენერგიის გათიშვის გამო, ქუთაისში, უქიმერიონის გორაზე მდებარე „ეშმაკის ბორბალზე“ 16 მოზარდი დარჩა, ხოლო ხუთი მოქალაქე – საბაგიროზე.
ისინი ატრაქციონიდან მაშველებმა ჩამოიყვანეს.
„ყველა მოზარდი უკვე ჩამოყვანილია. არც ერთი მათგანი არ დაშავებულა. ამ დროისთვის კი, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის იმერეთის სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ ჯღამაძემ.
თბილისისა და რეგიონების ენერგომომარაგების შეზღუდვა დღეს ელექტროგადამცემი ზახი „იმერეთის“ ავარიულმა გათიშვამ გამოიწვია. „იმერეთის“ მუშაობა უკვე აღდგენილია.