ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთის“ მუშაობა უკვე აღდგენილია
ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთის“ მუშაობა უკვე აღდგენილია

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთის“ მუშაობა უკვე აღდგენილია.

მათივე ინფორმაციით, ელექტროსისტემის მხრიდან დენი უკვე მიეწოდება მთელ საქართველოს. შესაბამისად, თბილისის შემდეგ, ელექტროენერგიის მიწოდება რეგიონებშიც უახლოეს წუთებში აღდგება.

დღეს, 18:11 წუთზე ავარიულად გამოირთო 500 კვტ. ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი“, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. ამ დროისთვის, ავარია სრულად ლიკვიდირებულია და მომხმარებელს ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება.