აჭარაში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე წითელი ალმებია აღმართული. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
როგორც უწყებაში ამბობენ, ამ დროისათვის ფიქსირდება 3-4 ბალიანი შტორმი.
აჭარის მთელ სანაპირო ზოლზე აღმართულია წითელი ალმები და აკრძალულია ცურვა.