შტორმის გამო შავი ზღვის სანაპიროზე ბანაობა აკრძალულია

11:07, 23.08.2019

აჭარაში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე წითელი ალმებია აღმართული. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

როგორც უწყებაში ამბობენ, ამ დროისათვის ფიქსირდება 3-4 ბალიანი შტორმი.

აჭარის მთელ სანაპირო ზოლზე აღმართულია წითელი ალმები და აკრძალულია ცურვა.

მსგავსი