შტორმ „იუნისს“ ევროპაში სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა
შტორმ „იუნისს“ ევროპაში სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა

შტორმ „იუნისს“ ევროპაში სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა ბელგიაში, ნიდერლანდებში, გერმანიაში, პოლონეთში, ირლანდიასა და გაერთიანებულ სამეფოში. ოთხ-ოთხი ადამიანი ნიდერლანდებსა და პოლონეთში დაიღუპა, სამი ადამიანი სტიქიას ინგლისში ემსხვერპლა, ორ-ორი კი გერმანიასა და ბელგიაში. ერთ ადამიანს მოგლეჯილი ხე დაეცა ირლანდიაში.

მილიონობით აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია, შეფერხებებია რკინიგზის მიმოსვლაშიც, ზოგან კი სრულად შეწყდა.

ძლიერი ქარის გამო, პრობლემები შეექმნათ აეროპორტებსაც. შედეგად, ასობით რეისი გაუქმდა ჰითროუსა და სხიპჰოლის აეროპორტებში. მეტეოროლოგების ინფორმაციით, ქარის სიჩქარე 200 კილომეტრ-საათს აღწევდა.