შტაინმაიერი - ვინც ისრაელის დროშები დაწვა, არ იცის, რას ნიშნავს, იყო გერმანელი
გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, ანტისემიტიზმი კვლავ ავლენს ბოროტების სახეს გერმანიაში.
„ვინც ისრაელის დროშები დაწვა, არ იცის, რას ნიშნავს, იყო გერმანელი“, – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა, რომელიც ბერლინში ისრაელის საელჩოში იმყოფებოდა.
შტაინმაიერმა აღნიშნა, რომ ჰოლოკოსტზე გერმანიის მიერ აღებული ისტორიული პასუხისმგებლობა ქვეყანაში ყველაზე ვრცელდება.
გასულ კვირას, 2500-მდე ადამიანმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ იერულისალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადება გააპროტესტა. აქციის მონაწილეებმა ისრაელის დროშები დაწვეს. მომხდარს გამოეხმაურა და ისრაელის დროშებისთვის ცეცხლის წაკიდება დაგმო გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა. მან განაცხადა, რომ ანტისემიტიზმისა და ქსენოფობიის ნებისმიერი ფორმით გამოვლენა მიუღებელია.