შტაინმაიერი - გერმანიაში შეიქმნა ვითარება, რომლის მსგავსი ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილა
კოალიციური მთავრობის ფორმირების მიზნით მოლაპარაკებების ჩაშლამ შექმნა ვითარება, რომლის მსგავსი გერმანიაში ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილა, – ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა განაცხადა.
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ყველა პარტიას მოუწოდა, მოლაპარაკებების ჩაშლის მიუხედავად, მთავრობის ფორმირებისთვის ძალისხმევა არ დაიშურონ.
გერმანიის პრეზიდენტი მოლაპარაკებებში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან და პოლიტიკური ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან თავად გამართავს შეხვედრას.
შტაინმაიერი ფიქრობს, რომ უახლოეს მომავალში მთავრობის ფორმირების მიზნით აქტიურობა ყველა პარტიის პასუხისმგებლობაა.