ზუგდიდში, სოფელ ახალ კახათში შემთხვევას ქალი ემსხვერპლა. თვითმხილველების თქმით, 42 წლის ქალს დაეცა ხე, რომელიც მის ეზოში მოჭრეს. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
ამასთან, დაიღუპა მისი მეზობელი, სოფელ ახალ კახათის მცხოვრები 72 წლის მამაკაციც. თვითმხილველების თქმით, ის მეზობლებთან ხმაურზე მივიდა, რა დროსაც, სავარაუდოდ გულის შეტევა დაემართა.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
მომხდარ ფაქტებს შსს იძიებს. პოლიციას გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით აქვს დაწყებული.