შსს - სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე რეაგირება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ხდება
შსს - სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე რეაგირება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ხდება

სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ახალ ფაქტზე რეაგირება ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ხდება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

„გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჟურნალისტი ელისო კილაძე გამოიკითხება. სწორედ ელისო კილაძემ გაავრცელა ინფორმაცია სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შესახებ.