შსს-ში განმარტავენ, რომ ლევან ხაბეიშვილი არ დაუკავებიათ
შსს-ში განმარტავენ, რომ ლევან ხაბეიშვილი არ დაუკავებიათ

შსს-ში განმარტავენ, რომ საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი არ დაუკავებიათ.

როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, პირთა ვინაობის დასახელების დროს ტექნიკური შეცდომა მოხდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო აზუსტებს გავრცელებულ ინფორმაციას დაკავებულთა შესახებ. კერძოდ, მოხდა ტექნიკური შეცდომა პირთა ვინაობის დასახელების დროს, საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი სამართალდამცავებს არ დაუკავებიათ”, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ამასთან, შსს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს დააკავეს საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ირაკლი ნადირაძე და ლევან ხაბეიშვილი.