შსს - რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ცხრა პირია დაკავებული, მათ შორის  ირაკლი ნადირაძე და ლევან ხაბეიშვილი
შსს - რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ცხრა პირია დაკავებული, მათ შორის ირაკლი ნადირაძე და ლევან ხაბეიშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებულია ცხრა პირი, მათ შორის საკრებულოს წევრები „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ნადირაძე და ლევან ხაბეიშვილი.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე, შსს-ს კრიმინალური პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა, აღნიშნულმა პირებმა დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცველებს და არ დაემორჩილნენ პოლიციელის კანონიერ მოთხოვნებს.

„გარდა ამისა, ადგილზე იმყოფებოდა პარლამენტის წევრი ნიკანორ მელია, რომელიც არღვევდა საზოგადოებრივი წესრიგს, შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციას და არ ემორჩილებოდა მათ კანონიერ მოთხოვნებს. პოლიციამ ადგილზე აღკვეთა ნიკანორ მელიას სამართალდარღვევა. პარლამენტის წევრი ნიკანორ მელია თავისუფალია”, – განაცხადა ჭელიძემ.