შსს-ში აცხადებენ, რომ თბილისის აეროპორტში დაწყებულია შესაბამისი მოქმედებები
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაციასთან დაკავშირებით შსს-ში აცხადებენ, რომ “112”-ზე შევიდა შეტყობინება, რომლის საფუძველზეც, პოლიციამ დაიწყო შესაბამისი მოქმედებების განხორციელება.
“112”-ზე შევიდა შეტყობინება, რომლის საფუძველზეც, პროცედურების თანახმად, პოლიციამ დაიწყო შესაბამისი მოქმედებების განხორციელება. იყო თუ არა მიღებული შეტყობინება ცრუ, აღნიშნული ღონისძიებების შედეგად დადგინდება”, – განუცხადეს პირველ არხს შსს-ში.
თბილისის აეროპორტში ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებენ. თბილისის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა.