შსს-ში აცხადებენ, რომ თბილისის აეროპორტში დაწყებულია შესაბამისი მოქმედებები 
შსს-ში აცხადებენ, რომ თბილისის აეროპორტში დაწყებულია შესაბამისი მოქმედებები 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაციასთან დაკავშირებით შსს-ში აცხადებენ, რომ “112”-ზე შევიდა შეტყობინება, რომლის საფუძველზეც, პოლიციამ დაიწყო შესაბამისი მოქმედებების განხორციელება.

“112”-ზე შევიდა შეტყობინება, რომლის საფუძველზეც, პროცედურების თანახმად, პოლიციამ დაიწყო შესაბამისი მოქმედებების განხორციელება. იყო თუ არა მიღებული შეტყობინება ცრუ, აღნიშნული ღონისძიებების შედეგად დადგინდება”, – განუცხადეს პირველ არხს შსს-ში.

თბილისის აეროპორტში ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებენ.  თბილისის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა.