შსს-ში აცხადებენ, რომ მეტროში მოქალაქეთა შემოწმება კანონით გათვალისწინებულ პრევენციულ ღონისძიებებს უკავშირდება
პოლიცია პერიოდულად ახორციელებს კანონით გათვალისწინებულ პრევენციულ ღონისძიებებს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, მეტროში ჩასვლისას მოქალაქეთა შემოწმება დანაშაულის პრევენციის მიზანს ემსახურება
„მომხდარ დანაშაულზე რეაგირების გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა დანაშაულის პრევენცია. ამ მიზნით პოლიცია უფლებამოსილია, „პოლიციის შესახებ კანონის“ საფუძველზე შეაჩეროს და შეამოწმოს პირი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ პირს თან აქვს ამავე კანონით აკრძალული რაიმე ნივთი. სწორედ აღნიშნულ, კანონით გათვალისწინებულ პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებს პოლიცია პერიოდულად“, – აცხადებენ შსს-ში.
სამართალდამცველთა მხრიდან მეტროსადგურში შესვლის წინ მოქალაქეთა შემოწმების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.