შსს-ში აცხადებენ, რომ ეროვნულ გალერეაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, გამოძიება შეწყდა
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრციდან თანამედროვე ხელოვნების ნიმუშის ქურდობის ფაქტზე დაწყებული გამოძიება საქმეში დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყდა.
„2023 წლის 4 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება საქართველოს ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრციდან თანამედროვე ხელოვნების ნიმუშის ქურდობის ფაქტზე. შესაბამისმა სამსახურებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყეს.
საქმის ფარგლებში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების შემდეგ საქმეზე გამოძიება შეწყდა“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.