შსს-ში აცხადებენ, რომ ეროვნულ გალერეაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, გამოძიება შეწყდა
შსს-ში აცხადებენ, რომ ეროვნულ გალერეაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, გამოძიება შეწყდა

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეროვნული გალერეის ​საგამოფენო სივრციდან თანამედროვე ხელოვნების ნიმუშის ქურდობის ფაქტზე დაწყებული გამოძიება საქმეში დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყდა.

„2023 წლის 4 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება საქართველოს ეროვნული გალერეის ​საგამოფენო სივრციდან თანამედროვე ხელოვნების ნიმუშის ქურდობის ფაქტზე. შესაბამისმა სამსახურებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყეს.

საქმის ფარგლებში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების შემდეგ საქმეზე გამოძიება შეწყდა“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.