შსს-ს წარმომადგენლებმა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია გახსნეს
შსს-ს წარმომადგენლებმა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია გახსნეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის -„აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში“ – შემაჯამებელ კონფერენცია გაიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მადლობა გადაუხადეს ევროკომისიას და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას აღნიშნული პროექტის დაფინანსებისათვის, პარტნიორ ქვეყნების წარმომადგენლებს კი – აქტიური თანამშრომლობისთვის.

კონფერენციას, ასევე, ესწრებოდნენ: ევროკომისიის, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, ევროკავშირის წევრი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები.

მხარეებმა პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები განიხილეს და მიღწეული შედეგები შეაჯამეს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობის პროგრამა, ევროკომისიის დაფინანსებით, 2014 წლიდან ხორციელდებოდა. პროექტი მიზნად ისახავდა ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე, სამართალდაცვით სფეროში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას.