შსს-მ აქციის ორგანიზატორებს პარლამენტთან ტერიტორიის გასათავისუფლებლად 30-წუთიანი ვადა მისცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აქციის ორგანიზატორებს პარლამენტის შენობასთან ტერიტორიის გასათავისუფლებლად 30-წუთიანი ვადა მისცა. ამის შესახებ ადგილიდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
შსს-ს წარმომადგენელი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ზაალ უდუმაშვილს ესაუბრა. უდუმაშვილმა აღნიშნა, რომ აქცია მშვიდობიანი ფორმით მიმდინარეობს და ისინი დაშლას არ აპირებენ.
ამასთან, პარლამენტის შენობის მიმდებარედ და პირველი რესპუბლიკის მოედანზე სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული.
პარლამენტის შენობის შესასვლელები დილიდან ბლოკირებულია.
საკანონმდებლო ორგანოში დღეს ბიუროს სხდომაა ჩანიშნული.