შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ხანძრებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს მასშტაბით ტყის, ტყის ქვედა საფარისა და მინდვრის ხანძრებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
„ამ დროისთვის ხანძრები ლიკვიდირებულია – სამეგრელო – წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, სოფლები ჩქვალერი და მუჟავა; გურია – ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სოფელი გომი; აჭარა – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი სოფელი ზედა ჯოჭო; იმერეთი – საჩხერის მუნიციპალიტეტი სოფელი ჭალა; მცხეთა-მთიანეთი – თიანეთის მუნიციპალიტეტი სოფელი სიონი; კახეთი – საგარეჯოს მუნიციპალიტეტი სოფლები – ვერონა და რუსიანი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი სოფელი ჩალაუბანი.
ხანძარი ლოკალიზებულია, ღია კერები აღარ არის ან სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება
იმერეთი – ჭიათურის მუნიციპალიტეტი სოფელი სკინდორი; მცხეთა მთიანეთი – დუშეთის მუნიციპალიტეტი სოფელი – ჭართალი, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ყუდრო, ჩაბანი და ლიშო; ქვემო ქართლი – თეთრიწყარო.
ღია კერები ნარჩუნდება
სამეგრელო – ხობის მუნიციპალიტეტი სოფელი ხიბულა. იწვის ხმელი ბალახი და ტყის ქვედა საფარი ქარსაცავ ზოლში. ადგილზე მობილიზებულია 4 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.
კახეთი – ახმეტის მუნიციპალიტეტი სოფლები: ქორეთი, ინგეთი და ასშნისველები. იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი, ხმელი ბალახი და ეკალბარდი. ადგილებზე მობილიზებულია 70-მდე მეხანძრე-მაშველი. სალიკვიდაციო სამუშაოებს ძლიერი ქარი ართულებს.
მცხეთა მთიანეთი – დუშეთის მუნიციპალიტეტი – ნოჯიკი და ქაისხევი. იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ადგილზე მობილიზებულია 70-მდე მეხანძრე-მაშველი. სალიკვიდაციო სამუშაოებს ქარი და რთული რელიეფი ართულებს.
ბოლო ხუთ დღეში, მთელი საქართველოს მასშტაბის მობილიზებული იყო 1000 მეხანძრე-მაშველი, ათეულობით სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი, რომლებმაც ჯამში 390 დასხმა განახორციელეს.
ცალკეულ შემთხვევებში, მეხანძრე-მაშველებს ეხმარებოდნენ მოხალისეები, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევეები და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები“,- აღნიშნულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.