შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ხანძრებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

22:20, 12.03.2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს მასშტაბით ტყის, ტყის ქვედა საფარისა და მინდვრის ხანძრებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

ამ დროისთვის ხანძრები ლიკვიდირებულია – სამეგრელო – წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, სოფლები ჩქვალერი და მუჟავა; გურია – ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სოფელი გომი; აჭარა – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი სოფელი ზედა ჯოჭო; იმერეთი – საჩხერის მუნიციპალიტეტი სოფელი ჭალა; მცხეთა-მთიანეთი – თიანეთის მუნიციპალიტეტი სოფელი სიონი; კახეთი – საგარეჯოს მუნიციპალიტეტი სოფლები – ვერონა და რუსიანი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი სოფელი ჩალაუბანი.

ხანძარი ლოკალიზებულია, ღია კერები აღარ არის ან სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება

იმერეთი – ჭიათურის მუნიციპალიტეტი სოფელი  სკინდორი; მცხეთა მთიანეთი – დუშეთის მუნიციპალიტეტი სოფელი – ჭართალი, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ყუდრო, ჩაბანი და ლიშო; ქვემო ქართლი – თეთრიწყარო.

ღია კერები ნარჩუნდება

სამეგრელო – ხობის მუნიციპალიტეტი სოფელი ხიბულა. იწვის ხმელი ბალახი და ტყის ქვედა საფარი ქარსაცავ ზოლში. ადგილზე მობილიზებულია 4 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.

კახეთი – ახმეტის მუნიციპალიტეტი სოფლები: ქორეთი, ინგეთი და ასშნისველები. იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი, ხმელი ბალახი და ეკალბარდი. ადგილებზე მობილიზებულია 70-მდე მეხანძრე-მაშველი. სალიკვიდაციო სამუშაოებს ძლიერი ქარი ართულებს.

მცხეთა მთიანეთი – დუშეთის მუნიციპალიტეტი – ნოჯიკი და ქაისხევი. იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ადგილზე მობილიზებულია 70-მდე მეხანძრე-მაშველი. სალიკვიდაციო სამუშაოებს ქარი და რთული რელიეფი ართულებს.

ბოლო ხუთ დღეში, მთელი საქართველოს მასშტაბის მობილიზებული იყო 1000 მეხანძრე-მაშველი, ათეულობით სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი, რომლებმაც ჯამში 390 დასხმა განახორციელეს.

ცალკეულ შემთხვევებში, მეხანძრე-მაშველებს ეხმარებოდნენ მოხალისეები, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევეები და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები“,- აღნიშნულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

მსგავსი