შსს-ს კამპანიის „ნუ წაართმევ ბავშვობას“ ფარგლებში ფოტოკონკურსი გამოცხადდა
შსს-ს კამპანიის „ნუ წაართმევ ბავშვობას“ ფარგლებში ფოტოკონკურსი გამოცხადდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კამპანიის, „ნუ წაართმევ ბავშვობას“ ფარგლებში, გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან პარტნიორობით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ფოტოკონკურსი გამოცხადდა.

შსს-ს ინფორმაციით, ფოტოკონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 14-დან 24-წლამდე ასაკის ნებისმიერ პირს. ბავშვობის ასაკში ქორწინების უარყოფითი შედეგების შესახებ ფოტო, კონკურში მონაწილეებმა 2021 წლის 10 ივლისამდე უნდა გამოგზავნონ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected]

ჟიურის წევრები გამოავლენენ სამ საუკეთესო ნამუშევარს, რომლებსაც გადაეცემათ ჯილდო:

I ადგილი – წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსის“ 800-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი;

II ადგილი – წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსის“ 400-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი;

III ადგილი – წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსის“ 300-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი.

კონკურსში მონაწილე ყველა პირს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. კონკურსში მონაწილეობის პირობების ნახვა შესაძლებელია ბმულზე.