შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე სამართლდამცველებმა 36 პირი დააკავეს
საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული მუხლებით სამართალდამცველებმა 36 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე სულ დაკავებულია 36 პირი“, – აცხადებენ შსს-ში.
პარლამენტთან შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.