შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე სამართლდამცველებმა 36 პირი დააკავეს

02:10, 03.03.2023

საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული მუხლებით სამართალდამცველებმა 36 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე სულ დაკავებულია 36 პირი“, – აცხადებენ შსს-ში.

პარლამენტთან შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.

მსგავსი