აპრილის თვის სტატისტიკის მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა შემცირებულია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აპრილის თვის სტატისტიკის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირება გაიზარდა, ხოლო ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა შემცირებულია.
შს სამინისტროს მონაცმების მიხედვით, 170 პროცენტით გაიზარდა რეაგირება მოძრაობის დაწყების, განლაგების ან/და მანევრირების წესის დარღვევაზე; 89,6 პროცენტით არის გაზრდილი საპატრულო პოლიციის რეაგირება უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთაზე, რაც შეეხება სიჩქარის გადაჭარბებაზე რეაგირებას, შსს-ს ცნობით 66 პროცენტით არის მომატებული რეაგირება; 53,3 პროცენტით გაიზარდა საპატრულო პოლიციის რეაგირება მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობაზე; ღვედის გამოუყენებლობაზე პოლიციის რეაგირება 33,2 პროცენტით, ხოლო საგზაო ნიშნის/მონიშვნის დაუმორჩილებლობა 13,2 პროცენტით არის მომატებული.
რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობას, შსს-ს ინფორმაციით, მონაცემები 16,1 პროცენტით შემცირდა. შემცირებულია დაშავებულთა რაოდენობაც და 23,3 პროცენტს შეადგენს, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 8 პროცენტით შემცირდა.