აპრილის თვის სტატისტიკის მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა შემცირებულია

14:33, 13.05.2019

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აპრილის თვის სტატისტიკის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირება გაიზარდა, ხოლო ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა შემცირებულია.

შს სამინისტროს მონაცმების მიხედვით, 170 პროცენტით გაიზარდა რეაგირება მოძრაობის დაწყების, განლაგების ან/და მანევრირების წესის დარღვევაზე; 89,6 პროცენტით არის გაზრდილი საპატრულო პოლიციის რეაგირება უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთაზე, რაც შეეხება სიჩქარის გადაჭარბებაზე რეაგირებას, შსს-ს ცნობით 66 პროცენტით არის მომატებული რეაგირება; 53,3 პროცენტით გაიზარდა საპატრულო პოლიციის რეაგირება მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობაზე; ღვედის გამოუყენებლობაზე პოლიციის რეაგირება 33,2 პროცენტით, ხოლო  საგზაო ნიშნის/მონიშვნის დაუმორჩილებლობა 13,2 პროცენტით არის მომატებული.

რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობას, შსს-ს ინფორმაციით, მონაცემები 16,1 პროცენტით შემცირდა. შემცირებულია დაშავებულთა რაოდენობაც და 23,3 პროცენტს შეადგენს, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 8 პროცენტით შემცირდა.

 

მსგავსი